ჩვენი მთავარი ამოცანაა საპოლიციო სისტემის რეფორმირებაში საზოგადოების მაქსიმალურად ჩართვა. საზოგადოების ნდობის გარეშე შსს-ს საპოლიციო სისტემის რეფორმირება შეუძლებელი იქნება. მესმის, რომ არის ნდობის გარკვეული პრობლემები. არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები, რისთვისაც მე აქ მოვედი. ჩვენი მხრიდან კარი არის ღია. ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი და შევთავაზეთ კოლეგებს და საზოგადოებას, რომ ჩვენი ძირითადი მიზანი იყოს მომავალზე ორიენტირებული. ყველას კარგად გვესმის, რომ სისტემის რეფორმირება არის უმნიშვნელოვანესი დღეს, იმ გამოწვევების წინაშე, რომელშიც ჩვენ ვდგავართ... საპოლიციო სისტემა უნდა იყოს მოქალაქეზე ორიენტირებული და პოლიტიკურად ნეიტრალური. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა.
tbl.ge/2pec
დაკოპირდა

ინტერპრესნიუსის ცნობით, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ეს კომენტარი კულტურის სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა. ცნობისთვის, სამინისტროში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტზე მწერლებთან და მთარგმნელებთან მიმდინარეობდა შეხვედრა, რა დროსაც, შს მინისტრი მივიდა. ის შეხვედრის მონაწილეებს პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე ესაუბრა.
ამავე თემაზე
- ქორწილის მოწმემ შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო - შსს
- იოსებ სიგუამ პროცესზე 2 ცრუ მოწმე წარმოადგინა, პოლიციის მაღალჩინოსნები – სოფიო სიგუა
- სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
- სასამართლომ სიგუასთვის ელექტრონული სამაჯურით ზედამხედველობის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
- რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს




