საქართველო-ლიტვა

ვილნიუსში ქართული დიპლომატიური ნომრის მქონე მანქანა ბოძს შეეჯახა, მძღოლი მიიმალა

delfi.lt

ლიტვური გამოცემა დელფის ცნობით, 25 დეკემბრის დილით ქართული დიპლომატური ნომრების მქონე მანქანა ბოძს შეეჯახა, მძღოლი კი მიიმალა. 

ტაბულას ინფორმაციით, ბოლო 2 დღის განმავლობაში ადგილობრივები წუხდნენ, რომ დიპლომატიური ნომრების მქონე მანქანა წესების დარღვევით მოძრაობდა და საავარიო სიტუაციებს ქმნიდა. ამის გამო მოქალაქეებმა ვილნიუსის პოლიციასაც მიმართეს. 

ჩვენივე ინფორმაციით, ადამიანი, რომელიც ავარიის დროს მანქანას მართავდა, საქართველოს საელჩოს თანამშრომელი მძღოლი არ ყოფილა, ის დიპლომატი იყო. 

ტაბულამ ვითარების გასარკვევად საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. უწყებამ გადასამოწმებლად დრო ითხოვა. 

კომენტარები