ისრაელი-პალესტინა

ღაზას სექტორში დაპირისპირება გრძელდება, დაღუპულია 4 პალესტინელი

CNN

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების შემდეგ ღაზას სექტორში და დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელების პროტესტი გრძელდება.

პარასკევს ისრაელის სამხედროებთან დაპირისპირების შედეგად ოთხი პალესტინელი გარდაიცვალა, ხოლო სამასზე მეტი დაიჭრა. მათგან შვიდის მდგომარეობა კრიტიკულია.

2,500-მდე პალესტინელი დასავლეთ სანაპიროს სხვადასხვა ქალაქში პოლიციას დამწვარი საბურავებით და ქვებით დაუპირისპირდა. ისრაელის არმიის განცხადებით ღაზას სექტორთან არსებულ დამცავ ღობესთან ჯარისკაცებს და 3,000-ზე მეტ პალესტინელს შორის შეტაკებები მოხდა.

ისრაელის არმიის განცხადებით, ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ჯამში 16 რაკეტა გაისროლეს.

კომენტარები