ავტოავარია

რუსთაველზე 3 მანქანა ლურჯ ავტობუსს შეეჯახა

რუსთავი 2

რუსთაველზე, ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ავტობუსს დაეჯახა. შემთხვევა დღეს დაახლოებით დღის 4 საათზე მოხდა. ავარიის შედეგად შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევის შედეგად სულ 4 ავტომობილი დაზიანდა. 

უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს გულისხმობს, რომელმაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. 

კომენტარები