ამ ყველაფრის თავი არის ის პოლიტიკური დევნა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ წამოიწყო 2013 წლიდან და დღემდე გრძელდება მიხეილ სააკშვილის მიმართ. ძალიან მძიმე საყურებელია ის, რაც დღეს კიევის ქუჩებში ხდება. პოლიტიკურ ოპონენტებს ხელისუფლებები ასე არ უნდე ექცეოდნენ. არასწორია და განსაკუთრებით ცუდია, როდესაც ეს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში უკრაინაში ხდება. ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები ქვეყანაში, ამიტომ პრობლემა საქართველოდან არის დაწყებული და საქართველოში უნდა მოგვარდეს. დასრულდეს პოლიტიკური დევნა, პოლიტპატიმრების ეპოქა და ქვეყანამ უნდა გადაშალოს ახალი ფურცელი. რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ კიევში პასუხისმგებლობა ბუნებრივია პოლიტიკურ დევნაზე სწორედ
ივანიშვილის რეჟიმზეა.
უგულავა: ყველაფრის თავი არის საქართველოს მიერ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა





