სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

პროკურორი: მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულს საზღვარი გადაკვეთილი არ აქვს

რუსთავი 2

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმის პროკურორის, იოსებ ხუციშვილის თქმით, ამ დროისთვის, გამოძიების მიხედვით, მკვლელობაში ბრალდებულ ძებნილ პირს საქართველოს საზღვარი გადაკვეთილი არ აქვს.

"შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, მას [ბრალდებულს] საზღვარი გადაკვეთილი არ აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ის საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, რომ დადგინდეს მისი ადგილსამყოფელი, მისი დაკავების მიზნით. რაც შეეხება პროკურატორის პოზიციას, მოგახსნებთ რომ მის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ დაუსწრებლად პასუხისგებაში მიცემის შესახებ,"- განაცხადა პროკურორმა.

ის ასევე არ გამორიცხავს, რომ "ბრალდებულ პასუხისგებაში მისაცემ პირთა რაოდენობა გაიზარდოს და ზოგიერთს სტატუსი შეეცვალოს."

ხორავას ქუჩაზე 1 დეკემბერს არასრულწლოვნებმა იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე დააკავეს, ხოლო მეორე - მიმალვაშია. ასევე, მკვლელობის დაფარვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

რას მოჰყვა დაპირისპირება, წაიკითხეთ გამოძიების ვერსია.

კომენტარები