სპეცოპერაციის თემაზე ნიშნის მოგებით შეფასებები ან პოლიტიკური სპეკულაციები აბსოლუტურად დაუშვებელია. ხელისუფლებამაც თავი უნდა შეიკავოს იმისგან, რომ ეს ოპოზიციასთან კინკლაობის თემად გახადოს და ოპოზიციამაც პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ, რომ ქულების დაწერაზე ორიენტირებულები არ ვიყოთ. არსებობს ძალიან ლეგიტიმური და საჭირო კითხვები, რომელთაც პასუხი უნდა გაეცეს. სათანადო შეფასებების გასაკეთებლად ფაქტები არ ვიცით: რა ტიპის საფრთხესთან გვაქვს საქმე, რა ტიპის ჯგუფი იყო, როგორ შემოვიდა ეს ჯგუფი და სამომავლოდ რამე საფრთხე ხომ არ არის. საქმის რაღაც ნაწილი, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შეიძლება საჯარო ვერ გახდეს, მაგრამ ახლა, ამ დონეზე არსებული ინფორმაცია არ არის დამაკმაყოფილებელი, არც საზოგადოებისთვის და არც ქვეყნისთვის.
სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე
ხოშტარია: სპეცოპერაციის თემაზე პოლიტიკური სპეცკულაციები აბსოლუტურად დაუშვებელია
tbl.ge/2mzj
დაკოპირდა
ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ოპერაციის შესახებ.
ამავე თემაზე
- სუს: ხელყუმბარაზე არის მაჩალიკაშვილის დნმ და ანაბეჭდი, რომელიც შედარებისთვის უვარგისია
- სესიაშვილი: ტერორისტებს რომ გეგმა შეესრულებინათ, ქვეყნის განვითარება შეჩერდებოდა
- კაპანაძე ანტიტერორისტულ სპეცოპერაციაზე: მთავარი კითხვები ისევ პასუხგაუცემელია
- ბიბილაშვილი: არსებობს ვარაუდი, რომ ტერორისტულ ჯგუფს ხელისუფლებაში მფარველი ჰყავდა
- კაპანაძე: კითხვა, ვისი პასუხისმგებლობაა ჩატაევის გათავისუფლება, პასუხგაუცემელია