სამხრეთ კორეის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ბიძგები დედაქალაქშიც იგრძნობოდა, რამაც შენობების რყევა გამოიწვია.
ზარალის შესახებ ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ ატომურ რეაქტორებს მიწისძვრის გამო პრობლემა არ შეჰქმნიათ.
სამხრეთ კორეა სეისმური აქტოვობით არ გამოირჩევა. ყველაზე მძლავრი ბიძგები სამხრეთ კორეაში გასული წლის სექტემბერში დაფიქსირდა. მიწისძვრის მაგნიტუდამ 5.8 ბალი შეადგინა.





