რეკლამა

საქართველოს ბანკი Secret Santa 2018-ის ფარგლებში, მცირე მეწარმეებისთვის პლატფორმას ქმნის

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკმა ადგილობრივი მცირე მეწარმეებისთვის სპეციალური პლატფორმა - www.business.secretsanta.ge - შექმნა. პლატფორმა საყოველთაო Sceret Santa 2018-ის (იდუმალი სანტა) პროექტის ფარგლებში ხორციელდება. საქართველოს ბანკის ცნობით, Sceret Santa 2018 ადგილობრივი მცირე მეწარმეების ხელშეწყობას გულისხმობს და მიზნად ისახავს, საახალწლოდ, Secret Santa 2018-ის რაც შეიძლება მეტ მონაწილეს გააცნოს ქართული პროდუქცია.

ყველას, ვისაც აქვს ადგილობრივი ბიზნესი და აწარმოებს ქართულ პროდუქციას, შესაძლებლობა აქვს, ეწვიოს და დარეგისტრირდეს www.business.secretsanta.ge-ზე, ჩაერთოს Secret Santa 2018-ის სახელოსნოში და შეთავაზოს საქართველოს იდუმალ სანტებს საახალწლო საჩუქრები.

საყოველთაო Secret Santa, საქართველოს ბანკისა და საქართველოს ფოსტის თანამშრომლობით შარშან პირველად განხორციელდა. პროექტში მთელი საქართველოს მასშტაბით 60 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო.

"წელს, იდუმალ სანტებს შესაძლებლობა ექნებათ, რაც შეიძლება მეტი ქართული საჩუქარი აჩუქონ თავიანთ ადრესატებს და ამით ხელი შეუწყონ ქართული წარმოების წინსვლასა და განვითარებას" - აცხადებს საქართველოს ბანკი და აღნიშნავს, რომ Secret Santa 2018 1-ელ დეკემბერს დაიწყება და შარშანდელთან შედარებით, 3-ჯერ მეტი საჩუქარი გაიგზავნება.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: www.business.secretsanta.ge.

კომენტარები