lgbt უფლებები

კაშია: თამაში-ტური იყო, სადაც ვიტესის კაპიტანს უნდა კეთებოდა ეს სამკლაური

გასახდელში შევედი და ის სამკლაური იქ იდო... მე კაპიტანი ვარ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი ვარ გუნდის, რომ გავიყვანო და ეს ჩვეულებრივი თამაში იყო, რომელშიც უნდა მეთამაშა, ამხელა ყურადღება რატომ დაუთმეს... ჩემ გარდა, იქ ერედივიზიონის ყველა კაპიტანს, ქვედა ლიგები, ქალთა ლიგა, აბსოლუტურად ყველას ეკეთა, ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, ვერც ხვდებიან, რომ ასეთი ამბავი მოჰყვა, ვერც ვხსნი...აზრადაც არ მომსვლია საერთოდ, რომ ეგ სამკლაური ჩემი ინიციატივით გამეკეთებინა, მართლა არ ყოფილა ეგეთი რამე, მაგრამ ბევრი ლაპარაკი გამოიწვია, რაც მე არ მსიამოვნებს. ჩემი საქმე სპორტია, ვიყო ფეხბურთში და რაც მე მიყვარს, იმას ვაკეთებდე. ეს კამპანია, ინციდენტი, სკანდალი, რა აღარ უწოდეს, ეს იყო ჩვეულებრივი თამაში-ტური, სადაც ვიტესის კაპიტანს უნდა კეთებოდა [ეს სამკლაური]. 

ვიტესის კაპიტანი გურამ კაშია LGBT სამკლაურით თამაშზე, რუსთავი 2-თან საუბარში.

კომენტარები