კევინ სპეისი

NETFLIX: HOUSE OF CARDS-ის დასრულება კევინ სპეისის საქმეს არ უკავშირდება

NME.com

Netflix-მა გუშინ, მას შემდეგ რაც მსახიობმა ენტონი რეპმა კევინ სპეისი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშუალა, განცხადება გაავრცელა, რომ House of Cards-ის მეექვსე სეზონი ფინალური იქნებოდა.

მეექვსე სეზონის ფინალურად დაანონსების შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს კევინ სპეისის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უკავშირდებოდა. ამის შესახებ Netflix-ის პრესასთან ურთიერთობის წარმომადგენელი The Gurdian-ს ესაუბრა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ იქნა მიღებული და ის არანაირ კავშირში არ არის კევინ სპეისისთან.

ოსკაროსანი მსახიობი გუშინ ენტონი რეპმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. რეპის თქმით ის 14 წლის იყო, როდესაც ეს შემთხვევა მოხდა. ამის საპასუხოდ კევინ სპეისიმ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ არაფერი ახსოვს, მაგრამ რეპს ბოდიშს მაინც უხდის. ამასთან ერთად, მან განცხადების დასასრულში აღნიშნა, რომ ცხოვრებას გეი კაცად აგრძელებს.

კომენტარები