საზოგადოებრივი მაუწყებელი

ანთაძე: ჩვენ მიმართ ნდობა ბევრად მეტი ღირს, ვიდრე პირველი არხის 6 წლის ბიუჯეტი

ორი დღეა, ფეისბუკის მთავარ თემად იქცა, რომ ივანიშვილების ოჯახს ვამდიდრებთ პირველი არხის ფულით. ახლა, როცა აღმოჩნდა, რომ ბერა ივანიშვილი იმ განათებასაც და სხვა რამესაც აქეთ ჩუქნის პირველ არხს, ხვალიდან სხვა თემა გაჩნდება, პირველზე არანაკლებ მახინჯი.

ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ვამბობ, რომ თავს ტყუილად იღლით ანგარების ძებნით ჩვენს ნაბიჯებში. ჩვენ მიმართ ნდობა ბევრად მეტი ღირს, ვიდრე პირველი არხის ექვსი წლის ბიუჯეტი ჯამურად.

წერს საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი და გენერალური დირექტორის მრჩეველი ია ანთაძე Facebook-ში.

კომენტარები