ნარკოდანაშაული

შსს რუსთავის სპეცოპერაციის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავში ჩატარებული სპეცოპერაციის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 1985 წელს დაბადებული ხ.კ. რომლის ჩხრეკისასაც აღმოჩენილია 12 შეკვრად დაფასოებული დაუდგენელი ნარკოტიკული ნივთიერება.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, 2 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით)",- წერია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები