11 ოქტომბერს, თბილისის ხუთ რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

Reuters

ხვალ, 11 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას და ელექტროსისტემის მიერ ჩასატარებელ სამუშაოებს ასახელებს.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, გლდანისკენ მიმავალი მაგისტრალის, ხევძმარის, დავით სარაჯიშვილის, თემქის, შეშელიძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირისა და კარტოზიას ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

09:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი შინდისის მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - აცხადებს თელასი.

კომენტარები