კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხი

საფრანგეთი კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას არ აღიარებს

Reuters

საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრის განცხადებით საფრანგეთი კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას არ აღიარებს.

"თუ მოხდება დამოუკიდებლობის გამოცხადება, ეს იქნება ცალმხრივი და ის არ იქნება აღიარებული" თქვა საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა.

კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი პირველ ოქტომბერს ჩატარდა და მას ესპანეთის მთავრობა არაკონსტიტუციურად სცნობს. კატალონიის ლიდერის, კარლოს პუჩემონტის აზრით ის ფაქტი, რომ არჩევნებზე მისულთა 90%-მა მხარი კატალონიის დამოუკიდებლობას დაუჭირა ნიშნავს, რომ კატალონია ესპანეთს უნდა გამოეყოს. არჩევნებზე კატალონიელთა მხოლოდ 42% მივიდა, რაც აჩენს ვარაუდს, რომ ესპანეთის შემადგენლობაში დარჩენის მომხრეებმა რეფერენდუმი არაკანონიერად მიიჩნიეს და მონაწილეობა არ მიიღეს.

კვირას ბარსელონაში მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა. მომიტინგეები კატალონიის ლიდერს გადაწყვეტილების შეჩერებისაკენ მოუწოდებნენ და ესპანეთის შემადგენლობაში დარჩენას მოითხოვდნენ.

კომენტარები