ლუდი

BGEO ჯგუფმა საქართველოში Heineken-ის წარმოების ლიცენზია მოიპოვა

Reuters

2018 წლიდან ბაზარზე საქართველოში დამზადებული ლუდი Heineken გამოჩნდება, ამის შესახებ საქართველოს ბანკის მფლობელ საინვესტიციო ჯგუფ BGEO-ს კვარტალურ მიმოხილვაში წერია. კომპანია ლუდის ექსპორტს მთელ კავკასიის რეგიონში მოახდენს.

BGEO-ს ჰოლდინგში შემავალმა კომპანია "თელიანი ველმა" წელს უკვე შეაბიჯა ლუდის ბაზარზე და ლუდ Icy-ის მეშვეობით ბაზრის 16%-ის მოპოვებაც შეძლო. 

მომავალი წლისთვის კი კომპანია ექსკლუზიური 10-წლიანი ლიცენზიის მეშვეობით საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონისთვის Heineken-ის ბრენდის ლუდების ჩამოსხმას გეგმავს. 

"თელიანი ველი" ღვინის და ლუდის ბაზართან ერთად არაალკოჰოლური სასმელების ბაზარზეც მუშაობს. კომპანია Lavazza-ს ყავის ბრენდების ექსკლუზიური იმპორტიორი და დისტრიბუტორია. 

BGEO-ს ანგარიშის მიხედვით, "თელიანი ველი" მომავალში არაალკოჰოლური სასმელების ბაზარზე კიდევ სხვა ნაბიჯების გადადგმასაც გეგმავს.

კომენტარები