უკრაინაში თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწყობი იწვის. კიევიდან 200 კილომეტრით დაშორებულ, ქალაქ კალინოვკაში მდებარე სამხედრო ბაზაზე 188 ათასი ტონა სამხედრო შეიარაღება, მათ შორის ამუნიცია, გრადის და სმერჩის რაკეტები და სხვა შეიარაღება იწვის. სამხედრო ბაზაზე ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა.
ადგილზე ცეცხლის ჩაქრობას 1000-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და სამხედრო მოსამსახურე ცდილობს.
მიმდებარე ტერიტორიიდან 30 000 ადამიანია ევაკუირებული. ქალაქის გარშემო 50 კილომეტრის რადიუსზე დახურულია საჰაერო სივრცე. ადგილზე უკრაინის პრემიერ-მინისტრი ჩავიდა.
ვლადიმერ გროისმანის განცხადებით ვითარება კონტროლირებადია. უკრაინის გენერალურ შტაბში დივერსიას არ გამორიცხავენ.





