საკონსტიტუციო ცვლილებები

გოცირიძე ახალ კონსტიტუციაზე: თავი და ტანი არის ივანიშვილი, თქვენ ხართ ფეხები

თქვენ ერთი სერიოზული არასამთავრობო ორგანიზაციაც კი ვერ მიიმხრეთ, რომელიც ნამუსზე აიღებდა ხელს და ამ დოკუმენტს გაამართლებდა. ერთი ექსპერტი ტელევიზიით მაინც ვერ გამოაჩინეთ, რომელიმე, ან ცნობილი, ან უცნობი, ან დამწყები იურისტი, რომელიც იტყოდა, რომ ეს კონსტიტუცია არის კარგი. მასმედია არ გაკლიათ და არც ექსპერტების ნაკლებობას განიცდით, 2030-ის მთელი საექსპერტო სამყარო შექმენით და 5-6 კაცი აქ პარლამენტშიც არის. სად არიან თქვენი ექსპერტები, სად არიან ის მომსახურე ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ამართლებდნენ თქვენს ნაბიჯებს. ნუთუ ეს კონსტიტუცია ისეთი სამარცხვინოა, რომ მისი გამართლება ნებისმიერ ადამიანს სამომავლოდ დაუჯდება ძალიან ძვირად. ეს არის რეალობა. მოსახლეობის 90%-ს პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევა უნდა და თქვენ ამის უფლებას არ აძლევთ. აქ რაღაც ხატოვანი ფრაზა გაისმა და ვიტყვი, ამ კონსტიტუციის თავი და ტანი არის ივანიშვილი, თქვენ ხართ ფეხები. თქვენ არავინ გეკითხებათ ამ კონსტიტუციის შექმნას. 

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის სხდომაზე, სადაც მხოლოდ მმართველი გუნდისთვის მისაღებ საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავენ. 

კომენტარები