კრიმინალი

შარტავას ქუჩაზე ნაპოვნი მამაკაცი რეანიმაციაშია გადაყვანილი, ის შსს-ს თანამშრომელია

metro.us

თბილისში, შარტავას ქუჩაზე უგონო მდგომარეობაში ნაპოვნი მამაკაცი შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელია.

ინფორმაციას ამის შესახებ უწყებაში ადასტურებენ.

მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია.

თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის გარდაცვლილი იყო, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ უარყვეს.

უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ასეთი იყო პირვლადი მონაცემები.

"პირველადი მონაცემები შევიდა, რომ გარდაცვლილი იყო, ბოლო ინფორმაციით, ცოცხალია და რეანიმაციაშია გადაყვანილი", - აცხადებენ პრესსამსახურში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები