ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
როგორც ტაბულას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მამაკაცი, სავარაუდოდ, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალა.
უწყება საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





