მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე ლვოვის პოლიციამ გამოძიება დაიწყო

მიხეილ სააკაშვილის და მისი მხარდაჭერების მხრიდან უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე ლვოვის პოლიციამ გამოძიება დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ხუთწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. 

უკრაინის პოლიციის მტკიცებით, "შეგინის" საკონტროლო გამშვებ პუნქტზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების და წესრიგის დაცვისას, 11 პოლიციელი დაშავდა.

გუშინ ღამით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა გაარღვიეს შეგინის სასაზღვრო გამშვები პუნქტის კორდონი, გადავიდნენ უკრაინა-პოლონეთის საზღვრის ნეიტრალურ ზონაში და იქიდან მიხეილ სააკაშვილი და იულია ტიმოშენკო უკრაინაში შეიყვანეს. 

კომენტარები