ნახეთ ჩემი ერთი კვირის წინანდელი პოსტი. ვივარაუდე, რომ შემდეგი ხანძარი შეიძლება ლაგოდეხში მომხდარიყო. დღეს ლაგოდეხში ხანძარი გაჩნდა:(
[პოსტი, რომელზეც რომან გოცირიძე საუბრობს]
ხანძრებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი უსუსურობა. ის მაინც უნდა მოახერხოს, რომ დაადგინოს, ბუნებრივად ხდებოდა ეს თუ იყო მიზანმიმართული დივერსია. ერთ დროს, რაც კი რამ საფრანგეთში ხდებოდა, ყველაფერი ან რუსოს ბრალი იყო, ან ვოლტერის. უსაფუძვლოდ. ჩვენთან ყველაფერი რუსეთის ბრალია. სავსებით საფუძვლიანად. მიუხედავად ამისა, ეჭვებს გაფანტვა სჭირდება ან დასაბუთება. ეს აუცილებელია მომავალში მსგავსი მოვლენების თავიდან ასაცილებლად ან მათზე ეფექტიანად გასამკლავებლად. თუ კონსპიროლოგიის მიხედვით ვიმსჯელებთ, სანამ წვიმების სეზონი დაწყებულა, ერთი ხანძარი კიდევ უნდა გაჩნდეს. ვთქვათ, ლაგოდეხის რაიონში





