ქავთარაძის ქუჩაზე ბინის აფეთქების მიზეზებს შსს იძიებს. ვარაუდობენ, რომ აფეთქება გაზის გაჟონვას მოყვა. დაშავებულ ახალგაზრდა მამაკაცს ოპერაციას უკეთებენ. მისი დამწვრობები მძიმეა. ყვებიან, რომ მამაკაცი აფეთქების შემდეგ თავად გამოვიდა სახლიდან. მეზობლების ინფორმაციით, ის ამ დროს აბაზანაში იმყოფებოდა. მისი ოჯახის წევრები კი სახლში არ იყვნენ.
ბინა დამწვარია, საცხოვრებელი ფართის კედლები დანგრეული.





