აბასთუმანში ხანძრის ჩასაქრობად, უკრაინა თვითმფრინავს აგზავნის. შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის თქმით, 8 ტონა წყლის ტევადობის თვითმფრინავი საქართველოში რამდენიმე საათში იქნება.
აბასთუმანში ხანძარი გუშინ გაჩნდა. სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. აბასთუმნის ტყეში ღამის განმავლობში 4-5 კილომეტრამდე გზა გაიჭრა, რათა ტექნიკამ ხანძრის კერებამდე მისვლა შეძლოს.
ამ დროისთვის, ადგილზე მუშაობს ერთი ვერტმფრენი და 1000-მდე ცოცხალი ძალა. ელოდებიან დამატებით ბრიგადებს.





