წეროვანშიც ხანძარია. საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს უკიდია. მათ ხანძრის ფართობის შესახებ ჯერ ინფორმაცია დაზუსტებული არ აქვთ. ადგილზე სამუშაოდ გასულია ორი ჯგუფი - ათი ადამიანის შემადგენლობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი კომპანია ბერტას ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზეა.





