დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპის ერთმა "თვითმა" Amazon-ს $5.7 მილიარდი დააკარგინა


ფოტო: AP

ონლაინშოფინგის გიგანტმა Amazon-მა რამდენიმე საათის წინ $5.7 მილიარდი დოლარი დაკარგა, რისი მიზეზიც დონალდ ტრამპის თვითი გახდა. ტრამპის განცხადების შემდეგ Amazon-ის აქციების ღირებულება 1.2%-ით შემცირდა.

დონლად ტრამპმა Amazon-ი გადასახადებისგან თავის არიდებაში დაადანაშაულა. 

"Amazon-ი ძალიან დიდ ზარალს აყენებს გადასახადის გადამხდელ სავაჭრო დაწესებულებებს. მთელი ამერიკის მასშტაბით ქალაქებსა და შტატებში იკარგება სამუშაო ადგილები!",- წერს ტრამპი.

ტრამპმა Amazon-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი წარსულშიც გააკრიტიკა. საქმე იმაშია, რომ ბეზოსს ასევე ეკუთვნის Washington Post-ი, რომელიც დონალდ ტრამპის მიმართ ხშირად კრიტიკულ ინფორმაციას აქვეყნებს.

კომენტარები