საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა ირმა ინაშვილმა შესაძლოა თბილისის მერობისთვის იბრძოლოს.
ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება პარტიამ დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე უნდა მიიღოს. ინაშვილის თქმით, მერობის კანდიდატად პარტიაში სულ ოთხი ადამიანი განიხილება და მათ შორის ერთ-ერთი მისი კანდიდატურაცაა.
ინაშვილი 2005-2014 წლებში პრორუსული "მედიაკავშირი ობიექტივის" მთავარი რედაქტორი იყო. 2014 წელს მან პოლიტიკაში გადაინაცვლა.
მისმა პარტიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5% მიიღო და ის პარლამენტში 6 დეპუტატითაა წარმოდგენილი.
იმ შემთხვევაში თუ ინაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას მას დეპუტატის მანდატის დათმობა მოუწევს. ამ შემთხვევაში პარლამენტში ადგილს მისი ადგილმონაცვლე დაიკავებს.





