ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ორი დაშავდა.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





