მთაწმინდაზე, ხანძარია, ცეცხლი ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივს უკიდია. საგანგებო სიტუაციების სააგენტოში ტაბულას განუცხადეს, რომ ამ დროისთვის ხანძარი კონტროლირებადია და ის მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის.
ადგილზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე. სააგენტოში ამ დროისთვის ხანძრის ზუსტ ფართობს ვერ ასახელებენ.
სააგენტოს ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზება რთული რელიეფის გამო რთულდება.





