მთაწმინდაზე, ხანძარია, ცეცხლი ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივს უკიდია. ხანძრის ზუსტი ფართობი უცნობია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ხანძარს ამ დროისთვის შვიდი სახანძრო ეკიპაჟი აქრობს.
ტაბულა ხანძრის შესახებ უახლეს ინფორმაციას მიღებისთანავე მოგაწვდით.





