რუსული ოკუპაცია

სერგეენკო ოკუპაციაზე: ვწუხვარ, სჯობდა, სხვა ფორმულირებით გამეკეთებინა განცხადება

დავით სერგეენკო
ტაბულა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ რუსულ ოკუპაციაზე გაკეთებულ განცხადებაზე განმარტება გააკეთა. მისი თქმით, სჯობდა, სხვა ფორმულირებით გაეცა პასუხი. 

“გული მტკივა იმაზე, რომ ჩემმა ასეთი ფორმულირებით გაცემულმა პასუხმა, გარკვეული მღელვარება გამოიწვია საზოგადოების ნაწილში. მე, რა თქმა უნდა, არ მქონია აზრად იმის თქმა, რომ ოკუპაცია არ არსებობს საქართველოში. ოკუპაცია დაიწყო ბოლო პერიოდში, 90-იანი წლების დასაწყისიდან. ვწუხვარ იმაზე, რომ ასეთი ფორმულირებით... ალბათ სჯობდა, რომ სხვანაირად გამეკეთებინა განცხადება,“ - აღნიშნა მინისტრმა.

რამდენიმე დღის წინ დავით სეერგენკომ განაცხადა, რომ "ძალიან ხშირად, სამწუხაროდ, ამ ქმედებების [საოკუპაციო ხაზის გადმოწევის] აღწერისას გამოიყენება ტერმინი მცოცავი ოკუპაცია, რომელიც თავის საფუძვლით არ არის სწორი. ეს არანაირი მცოცავი და ეტაპობრივი არ არის, ეს არის, სამწუხაროდ, იმ ფარგლების, იმ საზღვრების დადგენა, რომელსაც 2008 წელს, ძალიან სამწუხაროდ, ლეგიტიმაცია გაუკეთა მაშინდელმა მთავრობამ. არანაირი ახალ საზღვრებზე გადმოწევა არ ხდება".

კომენტარები