კრიმინალი

ბათუმში ქალი ყელის არეში დაჭრეს, ბრალდებული დაკავებულია

ბათუმში ახალგაზრდა ქალის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19.108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე 30 წლამდე ქალი მამაკაცმა ყელის არეში დაჭრა. ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, ქალი მსუბუქად არის დაშავებული. 

კომენტარები