მიკაილ კადიევის საქმე

რატიანი კადიევის საქმეზე: სუბარს თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, უნდა გადადგეს

[სასამართლოს] ამ გადაწყვეტილების მერე სოზარ სუბარს თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, ის უნდა გადადგეს. სამი წლის განმავლობაში ის უარს ეუბნება მას ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე იმ მოტივით, რომ თითქოს რუსეთში არ არის ადამიანების უფლებების შელახვა, არ დევნიან კავკასიელებს, არ იდევნებიან ადამიანები რელიგიური ნიშნით და თითქოს ციხეში ის დაცული იქნებოდა. ეს არის სამარცხვინო რამ. სამი წლის განმავლობაში ორჯერ გაუუქმა სასამართლომ გადაწყვეტილება

ევროპული საქართველოს წევრი სერგო რატიანი. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლტოლვილთა სამინისტროს დაავალა, რუსეთში ძებნილი მიკაილ კადიევისთვის სტატუსის მინიჭებაზე ახალი აქტი გამოსცეს. ეს ნიშნავს, რომ კადიევის მიმართ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე სამინისტროს უარი გაბათილდა. კადიევს ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება გასაჩივრებული ჰქონდა.

კომენტარები