რუსთავი 2

სახანძრო: რ2-ში დამწვარია დეკორაციის ნაწილი და რამდენიმე ძველი სკამი

timer.ge

სახანძრო სამსახურის განმარტებით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია და არც ერთ სტუდიაში ცეცხლის კერა არ შესულა.

"ხანძარი ლიკვიდირებულია. 6-7 წუთში დანაყოფები ადგილზე იყვნენ. საშუალო დონის ხანძარი იყო სიძლიერით, იქიდან გამომდინარე, რომ იწვოდა დამხმარე სათავსო მეურნეობა. ორივე სტუდიაში, აბსოლუტურად, ხანძრის კერები არ შესულა. დამწვარია დეკორაციის ნაწილი და რამდენიმე ძველი სკამი. ამასთან ერთად, ე.წ კერხერი და კომპრესორი, ზედ შესასლელთან. ეს არის და ეს. მაუწყებლობის გამორთვის მიზეზს ვერ მოგახსენებთ. წესია ასეთი, ობიექტზე როცა შევდივართ, ძაბვის ქვეშ არ ვმუშაობთ, იყო გადაცემული რომ ძაბვა გამოერთოთ, შესაძლოა ამიტომ გამოირთო", - აცხადებს სახანძრო სამსახურის წარმომადგენელი.

ტელეკომპანიის შენობაში ცეცხლი ერთი საათის წინ გაჩნდა. 

კომენტარები