აფეთქება

ეგვიპტეში, დანაღმული მანქანის აფეთქებას 7 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე, დანაღმულ მანქანას 7 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვი. თავდასხმა ქალაქ არიშთან ახლოს, სამხედრო ბაზასთან 200 მეტრში მოხდა.

ოთხი შეიარაღებული პირი საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან ავტომობილით მივიდა და კორდონის გარღვევა სცადა. სამხედროებმა მათ გზა მძიმე ტექნიკით გადაუკეტეს, თუმცა, ამის მიუხედავად, თავდამსხმელებმა ააფეთქეს ავტომობილი, რომელშიც 100 კილოგრამი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო.  

ამ დრომდე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები