უბედური შემთხვევა

თერჯოლის კლინიკაში ბავშვი გარდაიცვალა, ოჯახი ანესთეზიოლოგს ადანაშაულებს

თერჯოლაში, კლინიკა “თერჯოლამედში“ ორი წლის ბავშვი გარდაიცვალა. ოჯახის წევრები ანესთეზიოლოგს ადანაშაულებენ.

„ბავშვი ორი დღის წინ საწოლიდან გადმოვარდა და ლავიწის ძვალი გაუტყდა, ექიმებმა ოპერაცია გუშინ საღამომდე არ გაუკეთეს. ოპერაციის შემდეგ კი, ბავშვი გარდაიცვალა. როგორც გვეუბნებიან, ნარკოზიდან ვეღარ გამოვიდა" - ამბობს გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრი. 

სამედიცინო დაწესებულებაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ექიმები ამ დროისთვის დაკითხვაზე იმყოფებიან.

კომენტარები