ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017

ზაალ უდუმაშვილი: არის მცდელობები, რომ ეს არჩევნები გაყალბდეს

rustavi2.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის წინასაარჩევნო მონიტორინგის ჯგუფს შეხვდნენ. თბილისის მერობის კანდიდატის ზააალ უდუმაშვილის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს და შეაფასეს წინასაარჩევნო გარემო.

„საუბრის მთავარი თემა წინაასაარჩევნო პერიოდი იყო. ჩვენს სტუმრებს აინტერესებდათ, როგორ ვაფასებთ მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიას, რა შეხედულებები და მოსაზრებები გვაქვს. ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი შეხედულებები, მთავარი აქცენტი გავაკეთეთ სწორედ იმაზე, რომ მიმდინარეობს ადმინისტრაციული რესურსის მობილიზაცია ხელისუფლების მიერ და არის მცდელობები, რომ გაყალბდეს ეს არჩევნები. ჩვენ ვითხოვეთ, მაქსიმალური მონიტორინიგი გაკეთდეს წინასააჩევნო პერიოდში, რომ ხელისუფლებამ ვერ გაბედოს ამ არჩევნების გაყალბება“- თქვა უდუმაშვილმა.

NDI-ის მისიის წევრები დღეს უკვე შეხვდნენ უმრავლესობის, ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს წარმომადგენლებს. ამ წუთებში კი, შეხვედრა მიმდინარეობს პატრიოტთა ალიანსის წევრებთან.

კომენტარები