ჰონოლულუში 36-სართულიან შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა.
დაშავებულები კვამლით მოიწამლნენ და ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Honolulu Star-Advertiser-ის ცნობით, ხანძარი 26-ე სართულზე გაჩნდა და ცეცხლი ორ სართულს მალევე მოედო. გამოცემისვე ინფორმაციით, შენობას ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა არ ჰქონდა.





