აბესაძე: არ წარმოვადგენ საფრთხეს, რომ საქმეს, მეობას, პროცესს ხელი შევუშალო

...მე არ წარმოვადგენ იმ საშიშროებას და საფრთხეს, რომ საქმეს, ადამიანებს, მეობას, პროცესს რაიმეთი შევუშალო ხელი. 28 წლის ვარ, მეკავა გარკვეული ტიპის პროგრესული თანამდებობები. საუბარია ასევე უნივერსიტეტში ლექციებზე. არც საზოგადოება, არც ჩემი ადვოკატები, არც ჩემი ოჯახი, არც ბრალდების მხარე და არც ერთი მოქალაქე არ მომცემს უფლებას, რომ მივიმალო, ან ზეგავლენა მოვახდინო მოწმეზე და ა.შ. მინდა, ჩემი ოჯახის წევრებს, მეგობრებს და საზოგადოებას ამ უხერხულობის გამო, რაც შევქმენი, დიდი სინანულით ბოდიში მოვუხადო... სინანულის გრძნობით ვსაუბრობ ამ ყველაფერზე. ვფიქრობ, რომ არ ვარ ცუდი ადამიანი. დუმილის უფლება, რომელსაც ვიყენებ, არ ნიშნავს იმას, რომ არ ვითანამშრომლებ გამოძიებასთან. მინდა, მაქსიმალურად მჭიდროდ, ნებისმიერი გამოძახების შემთხვევაში, თუ ნებისმიერ პირობებში ვითანამშრომლო გამოძიებასთან...

თბილისის საქალაქო სასამართლომ მერიის თანამშრომელს ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ინტერპრესნიუსის ცნობით, პროცესზე სიტყვით თავად ბრალდებულიც გამოვიდა.

კომენტარები