სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება

საგამოძიებო: თბილისში белизна-ს და KPOT-ს უკანონოდ ამზადებდნენ

is.ge

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თბილისში მდებარე ერთ - ერთ საწარმოში, სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებით ამზადებდნენ სარეცხ საშუალებებს - "белизна",  "белизна золушка", "белизна отбеливатель" და "KPOT".

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეცხი საშუალებების დასამზადებლად განკუთვნილი დიდი ოდენობით ქიმიური ნივთიერებები, ეტიკეტები და ბოთლები, ასევე, სარეალიზაციოდ გამზადებული 408 ცალი - 1 ლიტრიან ბოთლებში ჩამოსხმული სარეცხი საშუალება"белизна" და 239 ცალი - 0,5 ლიტრიან ბოთლებში ჩამოსხმული სარეცხი საშუალება "KPOT"- წერია განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებისა და ფალსიფიკაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით და 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 1-დან 3 წლამდე.

კომენტარები