393 ხმა 226-ის წინააღმდეგ - გერმანიის პარლამენტმა ერთისა და იმავე სქესის ადამიანების ქორწინება დაამტკიცა.
პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მიხედვით, ერთისა და იმავე სქესის ადამიანებს ქორწინების და ბავშვის აყვანის უფლება ეძლევათ.
შემდეგ კვირაში კანონს გერმანიის ფედერალური საბჭო - ბუნდესრატი განიხილავს. აღსანიშნავია, რომ წარსულში ბუნდესრატმა მხარი დაუჭირა ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინებას.





