პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესზე შეხვდა. აღსანიშნავია, რომ ბუკიკიოს საარჩევნო სისტემის რეფორმის გადადებას იწუნებს.
"ვაფასებთ პირადად ჯანი ბუკიკიოს ძალიან მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, რომლებიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებების საბაზისო საფუძველი.
რა თქმა უნდა, ასეთი რანგის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესი არის საკმაოდ რთული და ჩვენ ამ პროცესში ვართ. მე მადლობა გადავუხადე ვენეციის კომისიის პრეზიდენტს უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერისთვის. გვქონდა საუბარი, რომ ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს. ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური კომპრომისები. ვფიქრობ, რომ ოპოზიციამაც უნდა შეხედოს ამ კომპრომისებს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან მიღწევას", - თქვა პრემიერმა.





