არალეგალები აშშ-ში

ტრამპის ადმინისტრაციამ ობამას პრეზიდენტობის დროს მიღებული მორიგი კანონი გააუქმა

Getty Images

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს მიღებული მორიგი კანონი გააუქმა.

ობამას გატარებული პოლიტიკა მილიონობით არალეგალს, რომლის შვილიც აშშ-ში იყო დაბადებული, ქვეყანაში იმ დრომდე დარჩენის უფლებას აძლევდა, სანამ ბავშვი სრულწლოვანი გახდებოდა.

2014 წელს ობამას ადმინასტრაციის შემუშავებული კანონი დაახლოებით 4 მილიონ ადამიანს უნდა შეეხებოდა, თუმცა კანონი ფაქტობრივად არც ამოქმედებულა, რადგან 26-მა შტატმა ტეხასის ფედერალურ სასამართლოში კანონის საწინააღმდეგოდ სარჩელი შეიტანა. ფედერალურმა სასამართლომ კი სარჩელი დააკმაყოფილა.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ აშშ-ში მოქმედებს 2012 წელს აშშ-ის უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ გატარებული პოლიტიკა, რომელის მიხედვითაც იმ ადამიანებს, რომლებიც აშშ-ში ადრეულ ასაკში ჩავიდნენ, ქვეყანაში ცხოვრებისა და სწავლის უფლებას ორი წლით უხანგრძლივებდათ. ამ კანონის საშუალებით, დაახლოებით 1-2 მილიონ არალეგალს აშშ-ში სწავლის დასრულების საშუალება მიეცათ.

კომენტარები