covfefe

ვინ გამოიცნობს რა არის Covfefe??? დონალდ ტრამპი Twitter-ზე


ფოტო: https://twitter.com/realDonaldTrump

სიტყვა Covfefe რამდენიმე საათის წინ საერთოდ არ არსებობდა, ლინგვისტების შეფასებით ის ახლაც არ არსებობს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე უკვე ორჯერ გამოიყენა სიტყვა Covfefe, თუმცა ამ სიტყვის მნიშვნელობა უცნობია და ის მაღალი ალბათობით მართლწერის შეცდომას წარმოადგენს. 

ტრამპმა Twitter-ზე დაწერა და შემდეგ წაშალა წინადადება:

"Despite the constant press covfefe - მედიის მუდმივი covfefe-ს მიუხედავად"


ფოტო: https://twitter.com/realDonaldTrump

covfefe მალევე მსოფლიოში განხილვის ერთ-ერთ მთავარ საგნად იქცა, რის შემდეგაც ტრამპმა დაწერა:

"ვინ ამოხსნის covfefe-ს ჭეშმარიტ მნიშვნელობას??? გაერთეთ!

 

კომენტარები