მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველოს გენერალურ მდივნად გიგი უგულავა აირჩიეს. პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის გიგა ბოკერიას თქმით, "ეს არის ადამიანი, რომელიც არის მუდმივად რწმენით სავსე ყველა ვითარებაში. რომელიც ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი გამოსავალს ნახულობს და არ ითრგუნება. ეს ადამიანი თითქმის სამ წელს იყო გრძელვადიან იძულებით მივლინებაში, ციხეში, მაგრამ მას არც ერთი წამით არ შეპარვია არც ბოღმა და არც გაბოროტება".
მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველოს ახალარჩეული გენერალური მდივანი ამ წუთებში სიტყვით გამოდის.




