აშშ-ისრაელი

დონალდ ტრამპი ისრაელში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

AFP/Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დღეს, საერთაშორისო ტურნეს ფარგლებში, ისრაელში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა.

იერუსალიმში, დონალდ ტრამპს ისრაელის პრემიერმინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუ უკვე შეხვდა. შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ქვეყნების ლიდერები შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცების, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და პალესტინელებთან მშვიდობის დამყარების საკითხებს განიხილავენ. ტრამპი ასევე შეხვდება ისრაელის პრეზიდენტ, რეუვენ რივლინს.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპი, ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, ბეთლემშიც გაემგზავრება, სადაც პალესტინის ლიდერს მაჰმუდ აბასს შეხვდება. 

ისრაელის შემდეგ დონალდ ტრამპი ვატიკანში გაემგზავრება, სადაც რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდება. 25 მაისს კი, აშშ-ის პრეზიდენტი ბრიუსელში, NATO-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას. 

20- 21 მაისს, პრეზიდენტის რანგში პირველი ტურნეს ფარგლებში, დონალდ ტრამპი საუდის არაბეთს სტუმრობდა.

კომენტარები