ლავროვის ვიზიტი აშშ-ში

ლავროვის ცინიკური პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე FBI-ის დირექტორის გათავისუფლებაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ლავროვი აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონს შეხვდა.

ლავროვმა ცინიკური პასუხი გასცა ჟურნალისტის კითხვას - დაჩრდილავდა თუ არა FBI-ის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება მის ვიზიტს?

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორი ჯეიმს კომი თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლა.

აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში დონალდ ტრამპმა ჯეიმს კომი ჰილარი კლინტონის იმეილების საქმის გამოძიების პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის არაერთხელ შეაქო. აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრები კი კომის გათავისუფლებას, FBI-ის მიერ დონალდ ტრამპისა და რუსეთის სავარაუდო კავშირების შესახებ გამოძიებას უკავშირებენ.

კომენტარები