ავტოპარკი

2014 წლის შემდეგ, საქართველოში ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტი რვაჯერ გაიზარდა

motor trend channel

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელს საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების 5.7% ჰიბრიდული სისტემაზე (შიგა წვის ძრავი+ელეტრომოტორი) მუშაობდა. აღნიშნული 2015 წლის მაჩვენებელს, ანუ 1.4%-ს თითქმის ხუთჯერ, 2014 წლის მაჩვენებელ - 0.7%-ს კი რვაჯერ აღემატება.

საქართველოში შემოყვანილ ჰიბრიდულ ავტომობილებში მოწინავე ადგილი მეორე და მესამე თაობის Toyota Prius-ებს უჭირავთ. Prius-ი გასულ წელს საქართველოში ყველაზე ხშირად იმპორტირებული ავტომობილების ათეულშიც მოხვდა. ეს ათეული ასე გამოიყურება:

  1. Mercedes Benz E Class - 5516 ავტომობილი
  2. Honda Fit - 5197 ავტომობილი
  3. Nissan Tida - 4548 ავტომობილი
  4. Mercedes Benz C Class - 4375 ავტომობილი
  5. Opel Astra - 4259 ავტომობილი
  6. Toyota Prius - 3885 ავტომობილი
  7. Nissan Note - 2149 ავტომობილი
  8. Toyota Vitz - 2055 ავტომობილი
  9. Nissan X-trail - 1952 ავტომობილი
  10. Subaru Forester - 1929 ავტომობილი

საქართველოში შემოყვანილი ჰიბრიდული ავტომობილები სხვა ავტომობილების მსგავსად ძირითადად მეორადი მოხმარებისაა. გასული წლების მანძილზე მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა მეორადი ჰიბრიდული ავტომობილების რაოდენობა, რამაც მათზე ხელმისაწვდომობა გაზარდა. მომხმარებლები ამ მოდელის ავტომობილებს ძირითადად საწვავის ეკონომიური მოხმარების გამო ანიწებენ უპირატესობას.

კომენტარები