საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციოს თავმჯდომარე 176-ათასიანი ჯიპის შეძენაზე: ბიუჯეტის ნაშთი ავითვისეთ

Toyota Land Cruiser-ი 2016 წლის მოდელი

საკონსტიტუციო სასამართლომ 176 150 ლარად ღირებული Toyota Land Cruiser 200 და 124 ათას ლარად ორი Toyota Camry შეიძინა. სასამართლოს თავმჯდომარის, ზაზა თავაძის თქმით, ამ ავტომობილების შეძენით სასამართლომ "ბიუჯეტში დარჩენილი ნაშთი აითვისა".

"მოსამართლეებს მაღალი სტატუსი აძლევთ საშუალებას, ისარგებლონ ისეთი ავტომობილით, რომლის შეძენის შესაძლებლობასაც ბიუჯეტი გვაძლევს", - ამბობს სასამართლოს თავმჯდომარე.

"2016 წლის ნოემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს ბიუჯეტში დარჩა ნაშთი, რომლის ათვისებაც წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა და გადავწყვიტე, ძველი მანქანების პარკი გამეახლებინა. ლაპარაკია 2007-2008 წლებში გამოშვებულ ავტომობილებზე, რომლებიც შეკეთებას საჭიროებდა. ადრე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ორი ავტომობილი ჰყავდა: "ტოიოტა ლენდკრუიზერ 200" და S-კლასის "მერსედესი", მე კი გადავწყვიტე, ორი ძვირად ღირებული ავტომობილის ნაცვლად, ერთი შეგვეძინა”, - კვირის პალიტრასთან ამბობს ზაზა თავაძე.

კომენტარები