საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები

ძიძიგური: ხანგრძლივი, დაჟინებული და სწორი მოქმედებებით რუსეთის მადას შევზღუდავთ

ტაბულა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ ვიზიტს საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, ქართული ოცნების დეპუტატი ზვიად ძიძიგური "საზიზღარ საქციელს" უწოდებს. მისი შეფასებით, ეს იქნება საქართველოს სუვერენიტეტის კიდევ ერთხელ შებღალვა.

"მე ვფიქრობ, მსოფლიო თანამეგობრობაც სწორედ ასეთი შეფასებებით შემოიფარგლება, რომ ეს არის კიდევ ერთხელ საქართველოს სუვერენიტეტის უხეში შელახვა და მის სუვერენულ უფლებებში უსინდისო ჩარევა.

დიპოლომატიის და საერთაშორისო ზეწოლის გარდა, სხვა ტიპის დაპირისპირება [რუსეთის ქმედებებთან] არ გვაქვს. ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ხანგრძლივი, დაჟინებული და სწორი მოქმედებებით რუსეთის მადის შეზღუდვასაც და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვასაც" - ამბობს ძიძიგური.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ სამუშაო ვიზიტს 18-19 აპრილს გეგმავს.

კომენტარები